
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დიდ ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ენის საფუძვლიანად სწავლებასა და ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, ეროვნული მოტივებით გაჯერებული, ქართული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება მოეწყო, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ დღეს მიეძღვნა.
მე-3გ კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების: ანაიდ თუმასიანის და ანჟელა ერიციანის ხელმძღვანელობით, საყვარელ პედაგოგებს ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქციეს.
აფრიალებული საქართველოს დროშა, მრავალფეროვანი პლაკატები, საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეები და გახარებული პედაგოგები - ასეთი იყო მასწავლებლის ეროვნული დღე სკოლაში. ემოციები, რომლებიც მოსწავლეების ყურადღებით გახარებულ მასწავლებლებს, დიდი ხნის მანძილზე გაჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: