იანეულის საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
31-10-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლის ბუნებისმეტყველების კათედრამ და ეკო კლუბის წევრებმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ შავი ზღვის მნიშვნელობასა და მის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ცოდნა და ინტერესი გამოავლინეს, საკუთარი აზრი დააფიქსირეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ისინი აქტივობებში მონდიმებით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203