კვირიკეს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ
31-10-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, თანატოლებს საზრიანობაში შეეჯიბრნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ქობულეთში „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 38 გუნდი და 190 მოსწავლე ეჯიბრებოდა. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
გუნდურ ჩემპიონატს ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი - ნათია ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი - სულხან ნიჟარაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე ესწრებოდნენ.
„სკოლის აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები, საუკეთესოები ხართ“,- კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონდომება ახარებთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“