წიფნარის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 
31-10-2023

ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა საქმიანობას, უკვე ავტორიზებული სკოლის სტატუსით გააგრძელებს. 

სკოლაში ამაყობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოწვევა წარმატებით დაძლიეს, ახლა კი, გაორმაგებული პასუხისმგებლობით დგანან განათლების სადარაჯოზე. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში დაიდენფიტიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203