„ანბანის შემობრძანება“- გუმათის საჯარო სკოლის I კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა
31-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, I კლასში ღია გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. პატარა მოსწავლეებმა პედაგოგ დარეჯან ფირცხალავას ხელმძღვანელობით, ანბანს „უმასპინძლეს“. მათ სხვადასხვა თემატური აქტივობა შეასრულეს, პირველი ასო-ბგერა წაიკითხეს და წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასლის ცოდნა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული.
„მასწავლებელმა დარეჯან ფირცხალავამ და მისმა უსაყვარლესმა პატარებმა უმასპინძლეს ანბანს და ერთად შეაბიჯეს მის ჯადოსნურ სამყაროში. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულები“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს