ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტსა და საზრიანობაში შეეჯიბრნენ 
31-10-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური შერკინება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინეს. 

გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების შეჯიბრი“, შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ჩემპიონატი, 19 ოქტომბერს გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის ორგანიზატორები პედაგოგები:  ნონა ცანავა, ცირა ქურდიანი და ელიკო წულაია, გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ გუნდები დაყოფილი იყო ასაკობრივ ჯგუფებად: პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასი; მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII, და VIII კლასი; მესამე ასაკობრივი კატეგორია - IX, X, და XI კლასი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კითხვები დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.

თამაშში მონაწილეობდა 6 გუნდი: I კატეგორია - „მიმინო“ და „ციცინათელა“; II კატეგორია - „ფენიქსი“ და „მუშკეტერები“; III კატეგორია - „მერანი“ და „ციცინათელა“.

გამარჯვებული გუნდები კი, გახდნენ: „მიმინო“, „ფენიქსი“ და „მერანი“. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დიპლომები.

სკოლაში აღნიშნეს, რომ თამაშში მონაწილე ყველა მოსწავლე გამარჯვებულია, საგანმანათლებლო ორგანიზაცია ბრეინსმა, თამაშის თითოეულ მონაწილეს გადასცა ონლაინ სერტიფიკატი და მისცა საშუალება უფასოდ დარეგისტრინდნენ ვებ-გვერდზე, სადაც თითოეული მოსწავლე მიიღებს სავარჯიშო შეკითხვების კრებულს და წასაკითხ წიგნის ელ-ვერსიას.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ სკოლებს შორის ჩემპიონატში - საქალაქო მასშტაბით. 

სკოლაში მოსწავლეებს, ღონისძიების ხელმძღვანელებსა და დირექტორს მადლობას უხდიან. 

„წარმატებებს ვუსურვებთ გუნდებს. მადლობა, ქალბატონ ნინო დანელიას და სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის“, აღნიშნავს, ორგანიზატორი - ნონა ცანავა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203