თბილისის N132 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავთან დაკავშირებით კვირეული მოწყო 
31-10-2023

თბილისის N132 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის კვირეული მოეწყო.

კვირეულში სკოლის პირველკლასელებთან ერთად, სხვა კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომელთათვისაც ეს დღე დაუვიწყარი იყო.

კვირეულის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან სასკოლო საზოგადოებას როლური თამაშები შესთავაზეს.

„ცოდნის მიღებისა და ცნობიერების ამაღლების საუკეთესო გზა არის მეთოდი - სწავლა კეთებით. კითხვების შედგენამ და მათზე პასუხების  მოძიებამ  ამ ბავშვებში და არა მარტო მათში დიდი ინტერესი გამოიწვია“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღეს ასევე სკოლაში ჩატარდა სახალისო ვიქტორინა: „რა ვიცით იაკობის შესახებ“.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ.

„მთელ სკოლას ექოსავით მოედო კითხვებზე პასუხების მოძიება, ერთი-ორად გაიზარდა ახალი ცოდნის დაუფლების წყურვილი“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან, I  კლასის დამრიგებელს - თამარ ნათაძეს, ასევე მე-4 კლასის დამრიგებელ ნათია კუჭაშვილს.

„ასევე დიდი მადლობა მოსწავლეებსა და მათ საოცარ მშობლებს ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისათვის“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203