ყარაჯალის საჯარო სკოლაში ფრენბურთში გამარჯვებული გოგონათა გუნდი საზეიმოდ დაჯილდოვდა
31-10-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე 2023-24 -ის ფარგლებში, მუნიციპალური თამაშები, ფრენბურთში გამარჯვებული გოგონათა გუნდი დააჯილდოვა.

გუნდი შესაბამისი სუვენირებით დასაჩუქრდა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება, მათი მოტივაციის გაზრდისა და განწყობის ამაღლებისთვის. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203