ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიება ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუში მოაწყვეს
31-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, რომელიც ორ - ქართულ და სომხურ ენებზე წარიმართა, სტუმრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურიდან და ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკიდან ესწრებოდნენ. აქტივობებს მაწავლებლები - ლია ტონოიანი და ზარუჰი ბდოიანი უძღვებოდნენ.
„მუზეუმის ადმინისტრაციის მხრიდან სკოლა და ღონისძიების ორგანიზატორი მასწავლებლები დასაჩუქრდნენ. სკოლა მადლობას უხდის მუზეუმის თანამშრომლებს ასეთი თბილი და ყურადღებიანი მასპინძლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“