დამალის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა, ხელოვნების კათედრის დახმარებით, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. ისინი მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში შემოდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად თემატური ღონისძება გაიმართა. მოსწავლეებმა ხელოვნების კათედრის დახმარებით, სკოლის ეზოში შემოდგომის კუთხე მოაწყვეს. მათ შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს, რამაც სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა წელიწადის ამ სეზონზე ვრცლად ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოებას საკუთარი თვალით დანახული შემოდგომა წარუდგინეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ვიდეოები:
ვიდეო