ქუთაისის N17 საჯარო სკოლის „გოგონათა გაერთიანებულმა გუნდმა“ საგუნდო კოლექტივების კონკურსში ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი დაიმსახურა
31-10-2023
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის „გოგონათა გაერთიანებულმა გუნდმა“ მორიგ წარმატებას მიაღწია.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ბავშვთა და ახალაგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ გუნდთა დაჯილდოება გაიმართა. კატეგორიაში - „აკადემიური საგუნდო სიმღერა“. გუნდმა ჟიურის წევრის- კომპოზიტორ რუსუდან ხორავას ნაწარმოები - „სიმღერა საქართველოზე“ შეასრულა და კომპოზიტორის მოწონება დაიმსახურა. გუნდს გადაეცა ოქროს მედალი და მიენიჭა ლაურეატის წოდება.
ასევე, ნომინაციაში - „ორიგინალური საკონცერტო კოსტიუმი“ გუნდს დიპლომი გადაეცა. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა რუსუდან თაყაიშვილმა მადლობის სიგელი გადასცა ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორს - გიორგი ოსაძეს, ეროვნულ კონკურსში გაწეული დახმარებისთვის. გუნდის ხელმძღვანელს - ნათია ეგუტიძეს, ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის, სერტიფიკატი გადაეცა. გუნდს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ხელმძღვანელი ნათია ეგუტიძე, ხლო კონცერტმეისტერი ნონა კვარაცხელიაა.
„სიამაყით გვინდა გაცნობოთ ჩვენი სკოლის „გოგონათა გაერთიანებული გუნდის მორიგი წარმატება. გასულ სასწავლო წელს გუნდმა ორჯერ მოიპოვა ოქროს მედალი და ლაურიატის წოდება და გვჯერა, რომ ეს ენთუზიაზმი და საქმის მიმართ სიყვარული კიდევ მრავალს წელს დაითვლის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“