ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა
31-10-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

28 ოქტომბერს, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა სკოლის არსებულ შენობაში ყოფნის 40 წლის იუბილე. გაიმართა ღონისძიება, რომელიც ირინა კაბულაშვილმა წაიყვანა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: სკოლის დირექტორმა - არჩილ სადუნაშვილმა, რომელიც, ამავდროულად, სკოლის პირველი კურსდამთავრებულია; პედაგოგებმა: მზია ჯავახიშვილმა, ნანული ჭეჭვაძემ, მოწვეულმა პედაგოგებმა, მშობელმა - ელზა ჯაბიშვილმა და მე-11 კლასის მოსწავლე თემური მასურაშვილმა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიებას ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - გიორგი კობახიძე და ფინანსისტი - ეკა ხათაშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ვიდეო კოლაჟებით გაიხსენეს სკოლაში დასაქმებული, აწ უკვე გარდაცვლილი პედაგოგები და სკოლიდან წასული მასწავლებლები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203