ივანდიდის საჯარო სკოლაში ფსიქოლოგთან აქტივობა-შეხვედრა ​მოეწყო 
31-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, აქტიურად მიმდინარეობს პროექტი - „კიბერბულინგი - ციფრული ეპოქის გამოწვევა“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი აქტივობა-შეხვედრა ფსიქოლოგთან.

სკოლას, ხონის სათემო განათლების ცენტრის მიწვეული სპეციალისტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ფსიქოლოგი - ლალი ნაკაშიძე, სტუმრობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრის მთავარი მიზანი, ბულინგთან და კონკრეტულად კიბერბულინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.

აღსანიშნავია, რომ სტუმარსა და მსმენელებს შორის შედგა ინტერაქცია. იყო საინტერესო შეკითხვები როგორც სტუმრის მხრიდან, ასევე  მოსწავლე და მშობლების მხრიდანაც.

პროექტის ხელმძღვანელი - იამზე ფანცულაია, მადლობას უხდის ყველას მოწვეულ სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის, სკოლის დირექტორს მხარდაჭერისთვის და მოსწავლეებს აქტიურობისთვის. 

„მადლობა პროექტის გუნდის სახელით ქალბატონ ლალის, საინტერესო შეხვედრისთვის; თითეულ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს თემით  დაინტერესებისთვის და პროექტში  აქტიური ჩართულობისთვის.

მადლობა სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიას პროექტის მხარდაჭერისთვის და დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი - იამზე ფანცულაია.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203