ქვედა გორას საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს
31-10-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორას საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორ სკოლაში გვიყვებიან, მე კლასის მოსწავლეებმა დიდი მასწავლებლისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის, პერსონაჟები გააცოცხლეს.
მოსწავლეებმა, ნუნუკა მასწავლებელთან ერთად, შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს და მათთვის საყვარელი პერსონაჟების როლები მოირგეს.
მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
„მათი თვალებიდან, გულიდან წამოსული სიყვარული გაგვიზიარეს!“ - ასე შეაფასეს მოსწავლეთა წარმოდგენა სკოლაში და მათთან ერთად იაკობ გოგებაშვილის თავგადასავლებით სავსე სამყაროში იმოგზაურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“