თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჯალაღონია მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელია 
31-10-2023

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 11 პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. მათ შორის, თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჯალაღონია იყო, რომელიც მოტივირებული, საქმეზე შეყვარებული და შრომისმოყვარე პიროვნებაა. მისთვის კარიერული წინსვლა, განვითარება მნიშვნელოვანია, რათა თავის მოსწავლეებს მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი შესთავაზოს და სწავლის მოტივაცია აუმაღლოს. 

აღსანიშნავია, რომ მას ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით და სამკერდე ნიშანი საზეიმოდ გადაეცა.

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და მის სიხარულს გულწრფელად იზიარებენ

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203