„ანბანის შემობრძანება“ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში - შთამბეჭდავი ღონისძიება და დაუვიწყარი დღე პირველკლასელებისთვის
01-11-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჟამად პირველ კლასში სასიამოვნო სიახლეა - ყველაზე პატარა მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით, კლასში ქართული ენის პედაგოგის, ცირა არუთუნიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ გაიმართა.
მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საზეიმოდ აღნიშნეს, პირველ ორ ასო-ბგერას ა-სა და ი-ს გაეცნენ, ასევე ინფორმაცია გაიგეს იაკოგ გოგებაშვილის შესახებ. გარდა ამისა, „აი ია“ დაწერეს და შემდეგ ამ ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეები სწავლას მონდომებით შეუდგნენ.