დიდი პამაჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სამყაროში შეაბიჯეს 
31-10-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, ბავშვებისთვის სკოლაში გატარებული ყოველი დღე ყოს დაუვიწყარი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დეტალი პირველკლასელთათვის, რომლებმაც წიგნიერების სამყაროს გაცნობა ახლაღა დაიწყეს და დღე, როდესაც მათ ცხოვრებაში მშობლიური ანბანი შებრძანდა, ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ.  

დიდი პამაჯის პირველ კლასში, სომხური ანბანის შესწავლა უკვე დაიწყეს და ამასთან დაკავშირებით, კლასში ღონისძიება - „სომხური ანბანის შემოსვლა“ ჩატარდა, რომელსაც საგნის მასწავლებელი სვეტლანა ჰახვერდიანი უძღვებოდა. 

აღნიშნული ღონისძიება სკოლისა და მშობლების მხარდაჭერით მოეწყო. მოსწავლეებმა პირველი ასო-ბგერა გააფერადეს, სამახსოვრო ბარათები შეავსეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს. 

„ლამაზი დეკორაცია და შერჩეული რესურსები ამშვენებდა ამ ღონისძიებას. მოსწავლეებმა ძალიან იხალისეს, წერისა და გაფერადების პროცესი საინტერესო იყო, აქტივობის დასასრულს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203