შემოდგომის ფერები საძელის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა თემატური ღონისძიება ჩაატარეს
31-10-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ საძელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს; მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებსაც ხშირად აწყობენ.

მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მზრუნველი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს და ამის დასტურია შემოდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძებაც.

ბავშვებმა წელიწადის ამ საოცარ დროზე ვრცლად ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს, სასკოლო საზოგადოებას საკუთარი თვალით დანახული შემოდგომა წარუდგინეს და საკუთარი შესაძლებლობებიც გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: 

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203