დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საჯარო მადლობა საყვარელ პედაგოგებს - მასწავლებლის ეროვნული დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა
31-10-2023
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ასევე, სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები მოინახულეს, მათ გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ეს დღე ემოციური სიტყვებით მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“