მასწავლებლის ეროვნულ დღეს გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური ლექსები მიუძღვნეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
31-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომა და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - მაკა ნიკოლავას ხელმძღვანელობით, პედაგოგებს ეს დღე საინტერესოდ მიულოცეს. მეხუთეკლასელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს და მათი ღვაწლი აღნიშნეს.

ბავშვებმა ასევე კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203