ეწერის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
31-10-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს საინტერესოდ აღინიშნა.
აღნიშნულ დღეს, სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მარიამ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლაში, მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილი შესახებ ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ შემდგომ პრეზენტაციები წარადგინეს და კედლის გაზეთი შექმნეს.
მათ ისაუბრეს მწერლის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ. ასევე აღნიშნეს მისი ღვაწლი, რომელიც ქვეყნის წინაშე აქვს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“