ზერტის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
31-10-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი აღინიშნა.

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - ნანა მიჩიტაშვილის ხელმძღვანელობით, ეს დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

მეოთხეკლასელებმა დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს, მისი ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს. ბავშვებმა ასევე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს, რომელთა მიხედვითაც სცენები გაითამაშეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ასევე დახატეს ის პერსონაჟები, რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონათ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203