განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ონლაინ რეჟიმში, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივ ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ყველა წევრი, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, რეფორმის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ექსპერტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და ექსპერტებს მიეცათ კითხვების დასმის შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს