ალერტკარის საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა
30-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში სპორტული შეჯიბრებები მინი ფეხბურთში, კალათბურთში და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაციის მიზნით და მასტერკლასის ჩასატარებლად, 26 სექტემბერს სკოლაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, თავის ასაკში საქართველოს ნომერ პირველი მაგიდის ჩოგბურთელი - ცოტნე ქობალია მიიწვიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203