„ჩემი საქართველო აქ არის...“ - საინტერესო პროექტი წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში
30-10-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიაში საინტერესო პროექტი - „ჩემი საქართველო აქ არის..“, განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი შემართებითა და ამაღლებული მოტივაციით ჩაერთნენ პროექტში და არაერთი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელეს. 

პროექტი პედაგოგ - ლია კაპანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ  პროექტი ქართული კულტურული ღირებულებებით, პატრიოტული სულისკევეთებითა და ტრადიციული მოტივებით იყო გაჯერებული. 

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საქართველოს დროშა სიამაყით აფრიალეს და დასძინეს - „ჩემი საქართველო აქ არის..“. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში პატრიოტიზმის დანერგვა და მათში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203