ძმაგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ვიცე ჩემპიონები გახდნენ
30-10-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლას აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომელბიც სხვადასხვა ღონისძიებასა თუ შეჯიბრში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და ხულოს მუნიციპალიტეტის ვიცე ჩემპიონები გახდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ ლაშა, გენად, დათო, ბაჩი, გელა, ნიკა, ანრი, დათო, საბა. მადლობა მურმან მახარაძეს მოსწავლის მშობელს, ლადო მახარაძეს და ბექა მახარაძეს - ორგანიზაციული საკითხების მოგვარებისთვის. მადლობა, წითელი ჯვრის ორგანიზაციას ტურნირის ჩატარებისთვის. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203