წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა
30-10-2023

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დკავშირებით, სკოლის IV კლასში დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის კვირეული ჩატარდა. 

მოსწავლეებმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიული ცნობები, გამონათქვამები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვებმა ასევე საინტერესო მოთხრობები წაიკითხეს და მის მთავარ პერსონაჟებთან დაკავშირებით კითხვები გააჟღერეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან ისინი მონდომებით მონაწილეობდნენ აქტივობაში - „ცხელი სკამი“, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

მეოთხეკლასელებმა ასევე დაასათაურეს მოთხრობები და მისწერეს ღია წერილი დიდ იაკობს. კვირეული საზეიმო ღონისძიებებით დავხურეთ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203