თორიის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს
30-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ანბანის შებრძანება“ მათთან ყოველთვის ღონისძიებით აღინიშნება.

გამონაკლისი წელსაც არ ყოფილა. პედაგოგმა - ერმინე ტონაკანიანმა ბავშვებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. მან პირველკლასელებს მრვალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რამაც მათ განწყობა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.

როგორ სკოლაში ამბობენ, ბავშვები სომხურ ასო-ბგერებს დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ და თავადაც ცდილობდნენ მათ მოხაზვას.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203