ერკეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა
30-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. 

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს პედაგოგებს ეს დღე.

აღნიშნულ დღეს, ასევე, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 183-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

„ღონისძიებაზე პატარებმა დიდ იაკობ გოგებაშვილს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები“, - გვიყვებიან სკოლაში.

უფროსკლასელებმა ღონისძიებაზე საყვარელი ნაწარმოებებიდან სცენები გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული ამაგისა და ღვაწლისათვის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე დამსწრე მშობლებმა და თემის წარმომადგენელმა  სკოლას ავტორიზაცია მიულოცეს და მასწავლებლებს  უსურვეს ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა.

„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“ - ამბობდნენ მადლიერი მოსწავლეები და მღეროდნენ -  „ჰიმნი მასწავლებელს“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203