აფხაზეთის N22 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ხელნაკეთი საჩუქრებით მიულოცეს
30-10-2023
27 ოქტომბერი განსაკუთრებულად გათენდა აფხაზეთის ნ22 საჯარო სკოლაში - მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნად, პომპეზური ღონისძიება მოეწყო და ბავშვებმა, უსაყვარელს მასწავლებლებს, საკუთრი ხელით შექმნილი საჩუქრები გადასცეს.
ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი, ვალიდა კვინიხიძე გახლდათ, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეებმა შექმეს სპეციალური სუვენირები პედაგოგებისთვის.
„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ხელოვნების მასწავლებელმა, ქალბატონმა ვალიდა კვინიხიძემ და სკოლის მოსწავლეებმა ყველა მასწავლებლისათვის შექმნეს ხელნაკეთი საჩუქრები. იყო მხატვრული კითხვა, სიმღერა და ცეკვა. ამ დღეს მოსწავლეები სხვადასხვა საგნებში დაჯილდოვდნენ წამახალისებელი სიგელებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ 27 ოქტომბერს აღინიშნება, პირველი ღონისძიება კი ოქროს ასოებით ჩაიწერება აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ისტორიაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“