„გმადლობ, დედაენა“ - თბილისის N217 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს
30-10-2023

თბილისის N217 საჯარო სკოლის მუდმივ წინსვლასა და მოსწავლეთა წარმატებებზე ორიენტირებული პედაგოგიური საზოგადოება, თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება - საგნობრივი ცოდნის პარალელურად, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ზოგადი განათლება და იცნობდნენ იმ პიროვნებებს, რომლებმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს მომავალი თაობების განათლება-აღზრდის საქმეში.

ამის დასტურია თბილისის N2017 საჯარო სკოლაში მიმდინარე კვირეული, რომელიც დიდი პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში მე-2 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, რუსუდან ქელდიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება - „გმადლობ, დედაენა“.

„მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ნახატები და საკუთარი ხელით შექმნილი წიგნები; პატარებმა გოგებაშვილის მოთხრობების გმირები გააცოცხლეს, მოირგეს მათი როლები და წარმოადგინეს სხვადასხვა ნომრები; ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა ავალიანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203