წელიწადის 4 დრო და ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი დეკორატიული სახლები განძის N2 საჯარო სკოლაში
30-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და კეთებით სწავლის პრინციპსაც წარმატებით იყენებენ სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაღვივება კიდევ ერთი მიზანია, რომლისკენაც მასწავლებლები წარმატებიით მიიწევენ წინ და ამის დასტურია ხელოვნების პედაგოგის, ვ. თევანის შთამბეჭდავი გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ.
ახლახან, განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, შექმნეს დეკორატიული სახლები თეთრი მუყაოსგან.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას, კლასი დაყოფილი იყო 4 ჯგუფად; თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია სასურველი წელიწადის დრო და შექმნა შესაბამისი დიზაინი, შემდეგ კი ბავშვებმა გუაშით გააფერადეს და სხვადასხვა ბუნებრივი მასალით გაამრავალფეროვნეს საკუთარი ნახატები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“