ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
30-10-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ დღეს აქტივობები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი საყვარელ პედაგოგებს მიულოცეს. მე-3ე კლასის მოსწავლეები კი, დამრიგებელ მაიკო გორგილაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ისინი ბიბლიოთეკარმა დიდი სითბოთი, სიყვარულით მიიღო და მასწავლებლის პროფესიაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და მასწავლებლები ხელნაკეთი ბარათებით დაასაჩუქრეს.
„ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“- ეს ფრაზა ჟღერდებოდა სკოლაში მთელი დღის განმავლობაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“