ცხენთაროს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს
30-10-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის პირველ კლასში, საანბანო პერიოდი დიდი ჟრიამულითა და ზეიმით დაიწყო. 

„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო!“ - ასე შეეგებნენ პირველკლასელები ანბანის შემობრძანებას, თანატოლებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.

I - IV კლასის მოსწავლეთა შორის გამოვლინდა - „საუკეთესო კალიგრაფი“ და  I, II, III ადგილის მფლობელები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების აქტიურობა ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატება ჩვენს ყოჩაღ პატარებს თავიანთ შრომისმოყვარე პედაგოგთან ერთად.  ია-ვარდებით დაფენილი იყოს თქვენი ცხოვრების გზა!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203