ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს 
30-10-2023

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, სკოლის ყოფილი მასწავლებელი - ლუდა კაკაჩია იყო მიწვეული, რომელსაც სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და პროფესიული დღესასწაული მიულოცეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის მრავალი განათლებული თაობის აღმზრდელი და ღვაწლმოსილი პედაგოგია. 

„მოსწავლეთა სიყვარული მასულდგმულებსო!“ - პედაგოგი დღემდე ასე საუბრობს, ის მთელი ცხოვრება გრძნობს თავისი აღზრდილების სიყვარულს და ამით უსაზღვროდ ბედნიერია. 

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი სკოლის წინაშე. სიტკბოება არ დაგლეოდეთ ლუდა მასწავლებელო“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203