„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ეროვნული დღე მიულოცეს
31-10-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის შრომასა და ღვაწლს განსაკუთრებულად აფასებენ. შესაბამისად, ეს დღეც გამორჩეულად აღინიშნა. 

VIII კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ახალი ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე, გაიხსენეს მასწავლებელთა მასწავლებლის - იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და ეროვნული პროფესიული დღე მიულოცეს პედაგოგებს.

VIII კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, მოირგეს სხვადახვა საგნის მასწავლებლის როლი კერძოდ: ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი III კლასში ჩაატარა ლიზი ტუკვაძემ, მათემატიკის გაკვეთილი VI კლასში - დიტო კინწურაშვილმა, ინგლისური ენის გაკვეთილი IV კლასში მარიამ შვანგირაძემ. დირექტორის უფლებამოსილება კი საკუთარ თავზე IX კლასის მოსწავლე გიორგი ჯიმშელეიშვილმა აიღო. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203