წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სატელევიზიო ეთერში სკოლის ავტორიზაციის საკითხზე ისაუბრა 
31-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, სასკოლო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა ჰყავს, რომლის კომპეტენტური აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა. 

ამჯერად, მან ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. გადაცემის თემა იყო სკოლის ავტორიზაცია, როგორც სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საშუალება. ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნული საკითხი დადებითად შეაფასა და სკოლის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტორიზაციის გავლისათვის მზაობა გამოთქვა. 

დირექტორმა საინტერესოდ ისაუბრა და საკუთარი აზრი საზოგადოებას გაუზიარა.

„ერთი თვეც არაა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ ახალი უპრეცედენტო პროექტი - „გადაწყვეტილება" დაიწყო. გადაცემა მოიცავს განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების საკითხებზე მსჯელობს და ამომწურავი პასუხების გაცემას. 
გადაცემის თემა გახლდათ სკოლის ავტორიზაცია, როგორც სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საშუალება, რთული კომპლექსური, მაგრამ საჭირო და სასარგებლო საქმე, რომელიც იძლევა სკოლის შეფასებას, გამოკვეთს პრობლემებს და იმას, თუ როგორ არის ჩართული ხარისხის უზრუნველყოფაში სასკოლო საზოგადოება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203