რაჭისუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა
30-10-2023
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილ მათ წვლილსა და შრომას მეტად აფასებენ.
ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად აღინიშნა. ეს მნიშვნელოვანი დღე პედაგოგებს მოსწავლეებმა მიულოცეს, მათ ლექსები წაიკითხეს, სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი მასწავლებლებს ეს უმნიშვნელოვანესი დღე გაულამაზეს.