
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის პედაგოგმა, დირექციის თანადგომით, ღონისძიება - „შემოდგომის პეიზაჟი“, ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი იყო მშობლების და ბავშვების კოლაბორაცია. მათ ერთად დახატეს პეიზაჟები სახლში, სკოლაში კი, მოსწავლეებმა ნამუშევრები გოგრებზე შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ შეფასების კრიტერიუმები მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ და მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული წყვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელებით.
სასკოლო საზოგადოებამ, მხარდაჭერისთვის, სკოლის ახალ დირექტორს - მაია ფრიდონიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა სკოლის ახალ დირექტორს ქალბატონ მაია ფრიდონიშვილს ყურადღებისა და აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: