
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ჩვენ ვკითხულობთ იაკობ გოგებაშვილს“, გაიმართა.
სკოლა, აღნიშნული აქტივობით შეეხმიანა დიდი ქართველი მასწავლებლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგოებაშვილის დაბადების დღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კლასისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: ლიკა სინატაშვილმა, ნათია მამრიკიშვილმა, ნათია ცხადაძემ და ხათუნა ლანჩავამ, პატარებს წაუკითხეს იაკობის ნაწარმოებები: საღმრთო ისტორიიდან და მხატვრული ლიტერატურიდან.
აღსანიშნავია, რომ არაფორმალურმა და უშუალო გარემომ სასიამოვნო შთაბეჭდილება შეუქმნა, როგორც ბავშვებს, ასევე პედაგოგებს.
იხილეთ ფოტოები: