მარნეულის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკაში ქცევისა და წიგნების მოხმარების წესებს გაეცნენ
30-10-2023
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა იმართება.

ამჯერად, მე-4 მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მისი მუშაობის პრინციპს გაეცნენ. აქტივობას კლასის დამრიგებელი ელნარა ჩავგალოვა და ინგლისურის მასწავლებელი ნილუფარ კურბანოვა ხელმძღვანელობდნენ.

ბიბლიოთეკაში კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს აუხსნა როგორ უნდა გამოიყენონ წიგნები, წაუკითხა რამდენიმე ზღაპარი და საბიბლიოთეკო სივრცის დანიშნულებაზე ესაუბრა.

ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ბოლოს, მოსწავლეები მარნეულის „ამერიკულ კუთხეში“ მივიდნენ და დისკუსიები ინგლისურ ენაზე გააგრძელეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203