შავღელეს საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, აქტივობები გაიმართა
30-10-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდნენ. გაიმართა თემატური აქტივობა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. 

როგორც სკოალში ამბობენ, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ, ასევე ისაუბრეს ტროლებისა და ბოტების არსებობაზე. 

მედიაწიგნიერების კვირეულის აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი ისტ-ს მასწავლებელი ხათუნა ქამადაძე და მე-4 - მე-6 კლასების მოსწავლეები იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203