ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ვალენტინა ბერიძის ხელმძღვანელობით, უცხოურ ენას წარმატებით ეუფლებიან
31-10-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი ვალენტინა ბერიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეები რუსულ ენას წარმატებით ეუფლებიან. როგორც სკოლაში ამბობენ, ის მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისა და კითხვის უნარის გაუმჯობესების მიზნით, კითხვის გაკვეთილებს ყოველთვიურად ატარებს. 

მისი მიმდინარეობისას მოსწავლეები სხვადასხვა თემას განიხილავენ, ნაწარმოებებს კითხულობენ და უცხო სიტყვების სწავლით, ენას წარმატებით ეუფლებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203