ახალსოფლის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო
30-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სეზონური ნობათით დახუნძლული კუთხე ერთობლივი ძალებით მოაწყვეს და ჩურჩხელები ამოავლეს.

აქტივობებში ყველა უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო, მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც ამ შესანიშნავი დღის გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, აღნიშნული ღონისძიება დაემთხვა მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ვულოცავთ ყველა პედაგოგს, წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხიელთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203