ქუთაისის N38 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
30-10-2023
ქუთაისის N38 საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომელთა ხელმძღვანელობითაც მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ამ პედაგოგებს შორის არიან ნინო ჭიჭაღუა, ანზორ ბაბუნაშვილი და მარიკა ფრუიძე, რომლებსაც მასწავლებლის ეროვნული დღე ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიულოცა. მან ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდოები გადასცა.
სკოლაში მასწავლებელთა მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ მათ როლსა და შრომას სასკოლო საზოგადოება ძალიან აფასებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“