კოდის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეული გაიმართა
31-10-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას მართავენ. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბმა „თანასწორობამ“ კვირეული - „გავუფრთხილდეთ გარემოს“ მოაწყო, რომლის ფარგლებშიც აქტივობები თვითმმართველობის წევრებსა და სკოლის დანარეჩენ მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს. 

მათ პლასტიკური ნარჩენების მავნებლობის, ნიადაგის დაბინძურების, ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს. თმეატური პრეზენტაცია მე-10კლასის მოსწავლეებმა ლუკა ოზგებიშვილმა და ჯემუკა ოგანიშვილმა მოამზადეს, შემდეგ კი თანატოლებს გაუზიარეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური პოსტერები და გააკრეს სკოლაში; მოაწყვეს გარემოს დაცვის თემაზე ნახატების გამოფენა; დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები,რომლებიც გაავრცელეს სკოლასა თემში. მათ პლაკატებით სასკოლო საზოგადოებასა და სოფლის თემს მოუწოდეს, რომ გარემოს გაუფრთხლიდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქტივობის ფარგლებში, სკოლის ეზოც დასუფთავდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203