თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებისადმი სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით გამოხატეს 
30-10-2023

27 ოქტომბერს, საქართველოში პირველად აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს განსაკუთრებულად აფასებენ, შესაბამისად, სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებისადმი სიყვარული და პატივისცემა განსაკუთრებულად გამოხატეს და სკოლაში მისულთ სიურპრიზი დაახვედრეს. მათ მასწავლებლებს პლაკატითა და ყვავილების თაიგულით მიულოცეს დღესასწაული და კიდევ არაერთი წარმატებული თაობის აღზრდა უსურვეს. 

სიყვარულითა და სითბოთი იყო განმსჭვალული ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები მადლობას უხდიდნენ მასწავლებლებს ძნელი და საპასუხისმგებლო საქმიანობის პირნათლად შესრულებისთვის. 

ბავშვები მასწავლებლების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

ღონისძიების ბოლოს კი მასწავლებლებს ტკბილეული დაურიგეს მინაწერით - „მასწავლებლის დღეს გილოცავთ!“.

„შთამბეჭდავი ღონისძიება იყო, ყველა კმაყოფილი დარჩა“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203