ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღი და მასწავლებლის ეროვნული დღე საინტერესოდ აღინიშნა
30-10-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე აღინიშნა.

ამასთან ერთად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღესაც საინტერესო საღამო მიეძღვნა.

სკოლის მე-3 და მე-4 გაერთიანებული კლასების მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებლის - ლანა კაკაჩიას ფასილიტატორობით, იმუშავეს  ხელნაკეთი წიგნების შექმნაზე (ათი წიგნი), რომლის ფურცლებსაც ი.გოგებაშვილის მოთხრობები ამშვენებდა.

მათ გაახმოვანეს თითოეული წიგნი და აუდიტორიისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ მე-2 კლასელები, მასწავლებლის თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით როლური თამაშით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

უფროსკლასებმა, შორენა კვირკვიას თანადგომითა და ხელმძღვანელობით კი იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და მის სხვა შედევრებზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი შემართებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203