დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
30-10-2023

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

სასკოლო საზოგადოება რომ პედაგოგთა ღვაწლსა და შრომას აფასებს, ამაზე სკოლაში გამართული ღონისძიებაც მეტყველებდა. მის ფარგლებში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მათ პედაგოგებს ყვავილები აჩუქეს, პატივისცემა დაუდასტურეს და ეს მნიშვნელოვანი დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. 

საზეიმო აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203