გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
30-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აქტივობები მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მესამეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ფილმს უყურეს, დიდი მწერლის მოთხრობები გაიხსენეს და წაიკითხეს, კროსვორდიც შეავსეს. გარდა ამისა, თემატური პლაკატიც მოამზადეს.

მეორე კლასის მოსწავლეებმა კი ბიოგრაფიული ფილმი, თამარ მასწავლებლის ხელმძღვანელობით ნახეს, წაიკითხეს მოთხრობები და პოსტერი დაამზადეს. 

ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას პირველკლასელებიც შეუერთდნენ. მათაც ნახეს ვიდეო, რომლის საშუალებითაც იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში „იმოგზაურეს“ და თემატური პოსტერები  შექმნეს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს ეს დღე სასიამოვნოდ გაახსენდებათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203